აშშ-ს მთავრობამ, დახმარების სახით, საქართველოსთვის $1.1 მილიონი დოლარი გამოყო (26 მარტი)

აშშ-ს მთავრობამ, დახმარების სახით, საქართველოსთვის $1.1 მილიონი დოლარი გამოყო (26 მარტი)

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის მაიკ პომპეოს 26 მარტის განცხადებით, ამერიკამ გლობალური კორონა ვირუსის პანდემიასთან საბრძოლველად თანხები გამოყო. ამ ინიციატივის ფარგლებში USAID დაახლოებით 1.1. მილიონ დოლარს გამოყოფს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის, რომელიც საქართველოში კორონა ვირუსთან ბრძოლას მოხმარდება. USAID ამ თანხებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაციის საშუალებით გაანაწილებს იმ პროგრამებზე, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას პანდემიის დასამარცხებლად.

ახალი მხარდაჭერის ფარგლებში შესალებელი იქნება: ინფექციის პრევენცია და კონტროლი, დაავადებების შემთხვევების გამოვლენა და ჯანმრთელობისთვის საშიში ფაქტების ზედამხედველობა, ტექნიკური დახმარება სწრაფი რეაგირებისა და მობილიზაციისთვის, რისკ ფაქტორების შესახებ გაძლიერებული კომუნიკაცია და სხვა.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გააძლიერებს საქართველოს ძალისხმევას არსებულ პანდემიასთან ბრძოლაში, რომელიც ეფექტურად მიმდინარეობს, რაშიც ამერიკის მთავრობის მიერ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში წლების განმავლობაში ჩადებული წვლილის დამსახურებაცაა. აშშ-ს მთავრობამ USAID-ის, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC), თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) და სხვა სააგენტოების საშუალებით საქართველოს ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის დაახლოებით 139 მილიონი დოლარის დახმარება გამოყო ბოლო 20 წლის განმავლობაში.

დახმარების ფარგლებში აშენდა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრიც, თანამედროვე ლაბორატორია, რომელსაც საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი(NCDC) ოპერირებს. ლუგარის ლაბორატორიის დამსახურებით შესაძლებელი გახდა კორონა ვირუსის ფაქტების სწრაფად დადგენა, რომელმაც ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელების შეჩერებას და საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

აშშ-ს მთავრობა ამაყობს, რომ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს ჯანდაცვის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ისეთ საერთაშორისო ორგანიზაიებთან, როგორიცაა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაცია COVID-19 კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში.