ა.შ.შ.-ის არმიის ეროვნული გვარდიის სამხედრო პოლიციის ვიზიტი საქართველოში (25-29 ივნისი)

25-29 მაისს, ჯორჯიიDSC_0239ს შტატის ეროვნული გვარდიის სამხედრო პოლიციის ოფიცრები გამოცდილებას უზიარებენ მათ ქართველ კოლეგებს. ქვეყნებს შორის პარტნიორობის პროგრამის დირექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი ჯეისონ ელინგტონი; სამხედრო პოლიციის ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ჯეიმს ქოლი; ბატალიონის შტაბის უფროსი, მაიორი ჯონ ფილიატრო, ასეულის მეთაური, კაპიტანი ჯერემი პუასონი და სამხედრო პოლიციის სკოლის უფროსი მრჩეველი, მასტერ-სერჟანტი მირა ბრაუნი საქართველოში იმყოფებიან ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების იმ პროგრესის შესაფასებლად, რასაც სამხედრო პოლიციის სტრუქტურული რეფორმა გულისხმობს და რომლის მიზანიცაა სამხედრო პოლიციის უკეთ ინტეგრირება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, აგრეთვე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მისაღებად სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფების გადასროლისუნარიანობისა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდა. ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სამხედრო პოლიციის ჯგუფმა მოინახულა აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონების ბაზები და რეგიონული სამმართველოები მათი შესაძლებლობების შესაფასებლად და რეკომენდაციების მისაცემად შემდგომი რეფორმებისთვის. ეს არის ა.შ.შ.-ის სამხედრო პოლიციის წარმომადგენლების რიგით მესამე ვიზიტი საქართველოში. აღნიშნული ღონისძიებები ხორციელდება სახელმწიფოთა შორის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც უკვე ოცდაერთი წელია არსებობს საქართველოსა და
ჯორჯიის შტატს შორის. პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება, რაც გააძლიერებს და გააღრმავებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და შესაძლებლობებს.