აშშ-ის საელჩო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს (5 მაისი)

აშშ-ის საელჩო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო  საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს (5 მაისი)

2017 წლის 8-12 მაისს, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მოწვევით  კინოწარმოების მენეჯერი, რებეკა რივო, კინოწარმოების მენეჯმენტის შესახებ ინტენსიურ კურსს ჩაატარებს.
რებეკა რივო მუშაობს ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორიცაა Netflix, Sony Pictures, Universal და სხვა. მან სახელი გაითქვა ფილმებით: „ილაპარაკე“ (Speak, 2004), „წერილები ჯულიეტას“ (Letters to Juliet, 2010) და „ეჭვმიტანილი“ (Person of Interest, 2011).

სასწავლო კურსის მიზანია ქართველ კინომწარმოებლებს გააცნოს ამერიკული კინოწარმოების ძირითადი სტანდარტები, საწარმოო გეგმის და ბიუჯეტის შედგენა, ხარჯთაღრიცხვა, ლოკაციების მენეჯმენტი, ტრანსპორტირების ორგანიზება, დოკუმენტაციის გამართვა და სხვა.

კურსი ტარდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით და პროგრამა „აწარმოე საწართველოში“ და „კავკასიის ახალი კინოს სკოლის“ თანაორგანიზებით.გელოდებით, 8 მაისს არტარეაში, დიდი აბაშიძის ქუჩა 10.