Flag

An official website of the United States government

აშშ-ის საელჩომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ტესტირების აღჭურვილობა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სა
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
მაისი 15, 2020

დღეს ელჩმა დეგნანმა და მინისტრმა ტიკარაძემ ერთად მიიღეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის საჩუქრად გადაცემული მაღალი ხარისხის ტესტირების აღჭურვილობა და ხელსაწყოები 4 000 ოქროს სტანდარტის RT-PCR ტესტის ჩასატარებლად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსგან, და ასევე, $20,000-მდე ღირებულების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსგან. ამერიკული კომპანია „Thermo Fisher”-ისგან შეძენილი ეს ტესტირების კომპლექტი, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან ერთად, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს უნარს, გაზარდოს COVID-19-ის ტესტირება და გააკონტროლოს ვირუსის გავრცელება.