US Embassy Hosts Fifth ‘Women in Policing’ Conference (March 1)

1 მარტს, დილის 10 საათზე სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში”  ა.შ.შ.- ის საელჩოს  ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან  ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო მასპინძლობს მეხუთე  ყოველწლიურ კონფერენციას სახელწოდებით „ქალები პოლიციაში“.

ა.შ.შ-ის ელჩი იან კელი და შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი კონფერენციის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ, რის შემდეგაც გაიმართება ქართველი პოლიციელის – მაია ჯავახიშვილის  ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.   მაია 2013 წლის კონფერენციის „ქალები პოლიციაში“ მონაწილე იყო, რომელიც 2015 წლის დეკემბერში მოვალეობის შესრულების დროს იქნა მოკლული.

რიგით მეხუთე კონფერენცია „ ქალები პოლიციაში“ დაფინანსებულია ა.შ.შ.-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მისი ორგანიზება ხორციელდება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.   წლევანდელი კონფერენცია თავისი მასშტაბით ყველაზე გრანდიოზულია, რომელსაც 250-ზე მეტი პოლიციელი ქალი დაესწრება 18 ქვეყნიდან. კონფერენციის მიზანია პოლიციელ ქალთა როლის გაძლიერება სამართალდამცავ  სტრუქტურებში, მათი წახალისება და განათლების ხელშეწყობა ისეთი ტრენინგების საშუალებით, რომლებიც მიმართულია ლიდერობისა და პროფესიონალიზმის უნარჩვევების განვითარებისკენ, რაც ამავდროულად მათ კარიერულ ზრდას  და პროფესიაში წინსვლას შეუწყობს ხელს.

წლევანდელი კონფერენციის ფარგელბში ჩატარდება ტრენინგები ისეთ საკითხებში, როგორიცაა  თავდაცვის ტაკტიკა, დანაშაულის ადგილის გამოძიება, ბაშვთა მიმართ დანაშაულის გამოძიება, კრიზისის დროს მოლაპარაკების ტექნიკა და სხვა.

ა.შ.შ.- ის საელჩოს  ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან  ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ახალი ინიციატივაა ქალთა ჩართულობისა და მათი წინსვლის ხელშეწყობა არა მარტო საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებში, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით.   ა.შ.შ.-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამაყობს თავისი ინიციატივით გენდერული თანასწორობისა და ქალთა საკითხების ინტეგრირება მოახდინოს დიპლომატიურ, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ პროექტებში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.