აშშ-ის საელჩომ პოლიციელ ქალთა კონფერენციას უმასპინძლა (1 მარტი)

25105002550_f812a49912_k1 მარტს აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდაცვის საქმეთა განყოფილებამ პოლიციელ ქალთა რიგით მეხუთე კონფერენციას უმასპინძლა. ელჩ იან კელისა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის სიტყვის შემდეგ, კონფერენციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს 2013 წლის კონფერენციის მონაწილის, პოლიციის ოფიცერ მაია ჯავახიშვილის ხსოვნას, რომელის 2015 წლის დეკემბერში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.

პოლიციელ ქალთა მეხითე კონფერენცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით იმართება. ის აქამდე გამართულ კონფერენციებს შორის ყველაზე მასშტაბურია. მასში 18 ქვეყნის 250-ზე მეტი ქალი პოლიციელი მონაწილეოwipcomboბს. კონფერენციის ამოცანაა ქალ ოფიცერთა გაძლიერება, შთაგონება და განათლება ლიდერისა და პროფესიულ უნარჩვევებში, რაც მათ კარიერულ წინსვლასა და საქმისათვის მაქსიმალური სარგებლის მოტანაშ დაეხმარებათ. წლევანდელი კონფერენციის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი თავდაცვაში, დანაშაულის ადგილის შესწავლაში, ბავშვთა უფლებების დარღვევისა და მათი ექსპლოატაციის საქმეებში, კრიზისულ ვითარებაში მოლაპარაკებათა წარმოებასა და სხვა საკითხებში.

პოლიციელ ქალთა კონფერენცია აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდაცვის საქმეთა განყოფილების კიდევ ერთი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქალების ჩართულობისა და დაწინაურების ხელშეწყობას საქართველოსა და რეგიონის სამართალდამცავ სტრუქტურებში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამაყობს, რომ გენდერული თანასწორობა და ქალთა საკითხები საქართველოსა და მთელ მსოფლიოში მისი დიპლომატიური, უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და განვითარების პროგრამების ნაწილია.

ელჩი კელის განცხადება პრესისთვის კონფერენციისას „ქალები პოლიციაში“ 

ელჩი კელი: „ჩემთვის დიდი პატივია ამ კონფერენციაში მონაწილეობა, რადგან ის ასეთ მნიშვნელოვან თემას ეხება. ვფიქრობ, კონფერენცია ხაზს უსვამს მსგავსი კონფერენციებისა და მნიშვნელოვანი ტრენინგების ჩასატარებლად საქართველოს, როგორც რეგიონული პლატფორმის, მნიშვნელობის ზრდას. რა თქმა უნდა, ესაა განსაკუთრებული კონფერენცია, რადგან მან კანადიდან ინდონეზიამდე 18 ქვეყნის 250 ქალ ოფიცერს მოუყარა თავი.“

შეკითხვა ადიგენში რელიგიური დაპირისპირების შესახებ.

ელჩი კელი: „არ ვიცნობ ამ კონკრეტულ ინციდენტს, მაგრამ გეტყვით, რომ ასეთი ინციდენტები სამწუხაროა. მათი ადგილი არ არის ისეთ დემოკრატიულ და ინკლუზიურ საზოგადოებაში, საითაც საქართველო მიისწრაფვის. ეს ფაქტი ხელს ვერ შეუწყობს იმ შემწყნარებლურ ატმოსფეროს, როგორიც ყველას, მათ შორის, მთავრობას სურს, რომ არსებობდეს.“

შეკითხვა ტელეკომპანია „მაესტროს“ შესახებ.

ელჩი კელი: „დიახ, მაესტროს გარშემო მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ვადევნებთ თვალს. გვსურს ისეთი ატმოსფეროს არსებობა, განსაკუთრებით არჩევნების წელს, როდესაც ყველა ხმა ისმის და ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს ხელი მიუწვდება მედიაზე. ამგვარად, ცხადია, მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით.“

შეკითხვა ალექსი პეტრიაშვილზე.

ელჩი კელი: „ვერაფერს გეტყვით მიმდინარე გამოძიების შესახებ, გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა, აბსოლუტურად შოკირებულნი ვიყავით, როდესაც თავდასხმის შესახებ შევიტყვეთ. რა თქმა უნდა, ალექსს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ვიცი, რომ მთავრობა ასეთ გამორჩეულ პოლიტიკოსზე თავდასხმას ძალიან სერიოზულად უყურებს.“