აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურომ პოლიციის აკადემიას ვიდეო კონფერენციის აღჭურვილობა აჩუქა

აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურომ პოლიციის აკადემიას ვიდეო კონფერენციის აღჭურვილობა აჩუქა. ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია / Academy of MIA of Georgia
აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო განაგრძობს პოლიციის აკადემიის მხარდაჭერას. საჩუქრად გადაცემული ვიდეო კონფერენციის აღჭურვილობა გააძლიერებს აკადემიის შესაძლებლობას საქართველოში სამართალდამცავ ოფიცერთა ონლაინ მომზადებისთვის.
ეს ხელსაწყო ქვეყნის შორ რაიონებში ინფორმაციის, სერვისებისა და ტრენინგის მიწოდებასთან ერთად დაეხმარება აკადემიას ყოველდღიურ საქმიანობაში ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას თანამშრომლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას COVID პანდემიის პერიოდში.