აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერი ოძისის ამერიკულ თაროს ეწვია
აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერი ოძისის ამერიკულ თაროს ეწვია
ჯეიმს ულინი, აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერი ოძისის ამერიკულ თაროს სტუდენტებთან შესახვედრად და მშობლიურ შტატ აიოვას შესახებ სასაუბროდ ეწვია. ოძისი რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ყველაზე ახლოს მდებარე სოფელია. ოძისის ამერიკული თარო ადგილობრივ სტუდენტებს სთავაზობს შანსებს განავითარონ სწავლის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საშუალებები, მათ შორის წიგნები, ვიდეოები, თამაშები, MakerSpace აღჭურვილობა, 3D პრინტერები და ინტერნეტ აპლიკაციები. საელჩოს გუნდის წევრები მოუთმენლად ელიან მომავალ ვიზიტებს.