განაჩენის დასაბუთების ტრენინგი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით (6 მაისი)

4-5 მაისს, ამერიკის საელჩოს იურიდიულმა მრჩეველმა, მაიკლ გრანტმა  და უზენაესი სასამართლოს უკვე ყოფილმა მოსამართლე, ზაზა მეიშვილმა, ორდღიანი ტრენინგი  ჩაატარეს მოსამართლის თანაშემწეებთან, განაჩენის დასაბუთების თემაზე.  ტრენინგის საკითხები მოიცავდა განაჩენის დასაბუთების მეთოდიკას, სტრუქტურას, დღესდღეობით  არსებულ  ნაკლოვანებებს,  ევროპულ სტანდარტებსა და ვალდებულებებს, და  დასაბუთების არსებული პრაქტიკის გაუმჯობესების გზებს.