ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობა სავარძელ-ეტლებს გადასცემს შშმ პირებს (6 აპრილი)

ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში
თანამშრომლობის სამსახურმა ახლახანს დაასრულა ჰუმანიტარული დახმარების
პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცა სავარძელ-ეტლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთათვის გადასაცემად.

150,000 ამერიკული დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცა სამოცდაცხრამეტი ყველგანმავალი ელექტრო და სამოცდაერთი ყველგანმავალი მექანიკური სავარძელ-ეტლი. ეტლები დამზადებულია საქართველოში კოალიცია “დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” ორგანიზაციის მიერ, რომლის საწარმოშიც ნახევარზე მეტი დასაქმებული შშმ პირია, რომლებიც საქართველოს ქუჩებსა და ტროტუარებზე ეტლით სიარულის საკუთარ გამოცდილებას პრაქტიკულად იყენებენ სავარძელ-ეტლების დიზაინის, ფორმისა და ფუნქციების სრულყოფისათვის.

მომხმარებელზე მორგებულ სავარძელ-ეტლებს გააჩნიათ სხვადასხვა სახის
დამხმარე მოწყობილობები; ამასთანავე, კოალიცია “დამოუკიდებელი
ცხოვრებისთვის” უზრუნველყოფს იმ ბენეფიციართა ტრენინგს, რომლებსაც შეიძლება ეტლის მორგება, ან კონსულტაცია დასჭირდეს მის ეფექტურად გამოსაყენებლად. მსგავსი პროექტი განხორციელდა 2012 წელსაც, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ევროპულმა სარდლობამ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალიური უზრუნველყოფის სამისტროს თხოვნით, სავარძელ-ეტლები შეუძინა სამასამდე ბენეფიციარს.