US-Georgia Strategic Partnership Commission Holds Productive Democracy and Governance Discussion in Tbilisi, Emphasizing Importance of Elections, Free

აშშ-საქა00000027რთველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის შეხვედრები თბილისში (21 ივნისი)

 

21 ივნისს თბილისში, აშშ-სა და საქართველოს მაღალჩინოსნებმა გამართეს დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ყოველწლიური სტრატეგიული პარტნიორობის შეხვედრის მიზანია, მიმოიხილოს და აღმოაჩინოს გზები დემოკრატიული რეფორმებისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების მხარდასაჭერად. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა წლევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას მედიას განუცხადა: „ორივეს, ჩვენც და ამერიკურ მხარესაც გვინდა, რომ მომავალი არჩევნები (საქართველოში) იყოს სამაგალითო, რაც იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროგრესისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს დემოკრატიული რეფორმები, ამასთანავე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, პოლიტიკური პლურალიზმი, მედიის თავისუფლება და  სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა. ჩვემა ამერიკელმა კოლეგებმა აღნიშნეს, რომ ჩვენ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ ამ მიმართულებით. მათ ასევე ჰქონდათ რამდენიმე რეკომენდაცია რეფორმების შემდეგი ეტაპისთვის.” მედიასთან საუბრისას ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე  – ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა: “ჩვენი (აშშ-ის) გზავნილი ნათელია: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებებს. როგორც საქართველოს დიდი ხნის  მეგობრები, ჩვენ აღვნიშნავთ მნიშვნელობას წინასაარჩევნო პერიოდისა, რომელიც არის ძალადობისგან და დაშინებისგან თავისუფალი და რისი უზრუნველყოფაც მთავრობის მთავარი პასუხისმგებლობაა.“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში – თომას მელიამ განაცხადა: „მოხარულნი ვართ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა მოუწოდა სახელმწიფო მოხელეებს, თავი შეიკავონ არჩევნების პერიოდში პოლიტიკაში ჩაბმისგან.” მან ასევე განაცხადა, რომ განიხილეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარი გაფრთხილების სისტემა, რომელიც მიმართულია ძალადობრივი ინციდენტების გამოვლენასა და თავიდან აცილებაზე, რათა კამპანიის სეზონი, ყრილობები და შეხვედრები იყოს მშვიდობიანი“. ბრიჯიტ ბრინკმა ასევე აღნიშნა აშშ-ის არსებული ინტერესი რუსთავი 2-ის საქმის თაობაზე იმის ხაზგასმით, რომ „საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორია დამოკიდებულია მედიაში მრავალფეროვანი ხედვის წერტილების შენარჩუნებაზე.”