29 მარტს ელჩი კელი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ქართული და ამერიკული სპეციალური ოპერაციების ძალების ერთობლივი წვრთნების დასრულების აღსანიშნავ ცერემონიას დაესწრნენ. ერთთვიანი წვრთნები მცირე ქვედანაყოფის ტაქტიკურ მომზადებას, დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ელემენტებსა და საცეცხლე მომზადებას მოიცავდა. ამგვარი წვრთნები ერთ-ერთი საშუალებაა, რომლითაც აშშ საქართველოსთან კავშირებს აღრმავებს, რათა კავკასიის რეგიონში მშვიდობასა და სტაბლურობას შეუწყოს ხელი.