აშშ-ისა და იაპონიის მთავრობების ახალი დახმარება იმერეთში აუფეთქებელი საბრძოლო მასალისაგან მიწების გასაწმენდად (10 მარტი)

IMG_207710 მარტს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა სიტყვა წარმოთქვა ცერემონიაზე, რომელიც „ჰალო ტრასტისათვის“ აშშ-ისა და იაპონიის მთავრობების მიერ დაახლოებით 900 ათასი დოლარის გადაცემას მიეძღვნა. აღნიშნული თანხა იმერეთში, ჭოგნარის ყოფილი სამხედრო ბაზის აუფეთქებელი საბრძოლო მასალისაგან გაწმენდას მოხმარდება. 2008 წლის შემდეგ, აშშ-ისა და იაპონიის მთავრობებმა „ჰალო ტრასტს“ საქართველოში სამუშაოების ჩატარებისათვის 20 მილიონ დოლარზე მეტი გამოუყვეს. ტერიტორიის გასუფთვების შემდეგ ჭოგნარის მოსახლეობას საშუალება ექნება, პირუტყვი საძოვარზე გაუშვას და ნაღმების აფეთქებით სიკვდილისა და დასახიჩრების აღარ შეეშინდეს. საქართველოს მთავრობას განზრახული აქვს, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორია სხვა დანიშნულებით გამოიყენოს და იქ ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა ააშენოს, რომელიც 130 ადამიანს დაასაქმებს.