USAID-ის მხარდაჭერა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამის ფარგლებში (31 მარტი)

USAID-ის მხარდაჭერა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამის ფარგლებში (31 მარტი)

 

კიბერ უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემოკრატიის დასაცავად.

დღეს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და კერძო IT კომპანიამ UGT ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც UGT ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიაწოდებს შესაბამის ტექნიკურ და პროგრამულ აღჭურვილობას. შედეგად ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები დაცული იქნება გარე საფრთხეებისგან.

საარჩევნო ადმინისტრაციის ტექნოლოგიურ და კიბერ უსაფრთხოების მხარდაჭერას ახორციელებს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), USAID-ის ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორი “არჩევნების და პოლიტიკური პროცესების ინიციატივის” პროგრამაში.

ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს ცენტრალურ სააჩევნო კომისიასთან, IFES-სთან და სხვა დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების საქმეში, მხარს ვუჭერთ თავისუფალი და უსაფრთხო სააჩევნო პროცესების ჩამოყალიბებას საქართველოში.