USAID-სა და საქართველოს განათლების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Photo: Ministry of Education and Science of Georgia

აშშ-საქართველოს თანამშრომლობა მთელ ქვეყანაში მოსახლეობის სასარგებლოდ მრავალ შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოშობს. ყველა თანხმდება, რომ მომავალი თაობის განათლება უკეთესო მომავლის საწინდარია. ამიტომაც, ჩვენი უახლესი პროექტისთვის USAID-სა და საქართველოს განათლების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ქართველმა ბავშვებმა, ოჯახებმა და იმ ადამიანებმაც კი, რომლებსაც უკვე აქვთ კარიერა, წარმატებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები მიიღონ. 

ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ დადებითად აისახა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 30 წლიანი პარტნიორობა ქართველ ბავშვებზე, ოჯახებსა და მოსამსახურეებზე. ჩვენ მტკიცედ ვდგევართ საქართველოს გვერდით ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ სწრაფვასა და ამასთან დაკავშირებული მიზნების განხორციელებაში.