USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე და USAID-ის მისიის დირექტორი ეწვევიან წვენების გადამამუშვებელი საწარმო „კამპას“ (14 აპრილი)

თბილისი, 2016 წლის 14 აპრილი – აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში  ტომას მილია და USAID-ის მისიის დირექტორი დაგლას ბოლი ეწვევიან წვენების გადამამუშვებელ საწარმო „კამპას“.

შპს. „კამპა“   დაფუძნდა 2008 წელს  და წვენების გადამამუშვებელი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა  საქართველოში. USAID-ის საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) დახმარებით, „კამპამ“ გააფართოვა პროდუქციის წარმოება,  დაიწყო რა ორი ახალი წვენის –  კოწახურის და ქაცვის წვენის  წარმოება.

კოწახური და ქაცვი მოჰყავთ მთაში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, რაც თავის მხრივ ადგილობრივ ხელმოკლე მოსახლეობას ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს სთავაზობს. კოწახურის და ქაცვის ნედლეულის შესაგროვებლად CAMPA-მ დაარსა ე.წ. შემგროვებელი ცენტრები სტეფანწმინდაში. დეკემბერში იწყება ქაცვის სეზონი, CAMPA-მ უკვე შეიძინა $8,900 ღირებულების 4 ტონა ქაცვი დაახლოებით 100 ფერმერისგან.  წარმოებისა და მზარდი სამუშაოსათვის CAMPA-მ რვა ახალი თანამშრომელი დაიქირავა, მათ შორის ოთხი ქალი. REAP-ისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შეთანხმების საფუძველზე CAMPA სტაჟირებას სთავაზობს ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს.

REAP  ხუთწლიანი,  $19,5 მილიონიანი პროექტია, რომლის მიზანია სოფლის მოსახლეობის შემოსავლების გაზრდა და მათი დასაქმება, რაც შესაძლებელია ინვესტიციების განხორციელებით ფერმის დონეზე, და აგრო ბიზნესში ჩართული საწარმოებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა. REAP ხელს უწყობს კერძო სექტორის მიერ ინვესტიციების გაზრდას და აგრობიზნესის სექტორის კომერციულ დაფინანსებას, ასევე სოფლად მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის და წარმოებებისათვის რისკების შემცირებას. REAP ასევე აფართოებს კომერციულად მდგრად კავშირებს სერვისის მწარმოებლებისათვის,  მოსავლის აღებამდე არსებული მწარმოებლებისათვის და ადგილობრივი საკონსულტაციო ფირმებისთვის.