USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტს (G-PriEd) ეწვევა (13 აპრილი)

თბილისი, 2016 წლის 13 აპრილი – USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში  ტომას მილია, USAID-ის მისიის დირექტორი დაგლას ბოლი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ეწვევიან USAID-ის დაწყებითი განათლების პროექტს (G-PriEd) თბილისის 64-ე საჯარო სკოლაში .

სკოლაში ვიზიტისას სტუმრები დაესწრებიან გაკვეთილს, რაც კარგი შესაძლებლობაა იმის შესაფასებლად, თუ  როგორ ეხმარება პროექტი პოსტ-საბჭოთა, პედაგოგზე ორიენტირებული გაკვეთილების  ჩანაცვლებას რესურსებით  მდიდარი მოსწავლეზე ორიენტირეული გაკვეთილებით. ასეთი გაკვეთილების შედეგია მოსწავლეების აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში და კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების შეძენა.

დაწყებითი განათლების პროექტი საქართველოს საჯარო სკოლების ათ პროცენტს მოიცავს. პროგრამა დახმარებას უწევს საქართველოს დაწყებითი განათლების სისტემას, კერძოდ  პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ქართველი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები ეუფლებიან  კითხვას, მათემატიკას  და სამეწარმეო უნარჩვევები. რაც თავისმრივ ქმნის XXI  საუკუნისათვის შესაფერის  კონკურენტუნარიან სამუშაო ძალას, რომელიც მომავალში ხელი შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.