USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე და მისიის დირექტორი ეწვევიან გორს და შეხვდებიან USAID-ის ბენეფიციარებს (13 აპრილი)

თბილისი, 2016 წლის 13 აპრილი – აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე ევროპასა და ევრაზიაში  ტომას მილია და საქართველოს მისიის დირექტორი დაგლას ბოლი გორში, აგროქართლის მომსახურეობის ცენტრში USAID-ის ბენეფიციარებს შეხვდებიან. ეს იქნება ტომას მილიას პირველი ვიზიტი ადმინისტრატორის მოადგილის რანგში.

„აგროქართლი“  ფერმერთა მომსახურეობის ცენტრია, რომელსაც  USAID-ის სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი (REAP) უჭერს მხარს. ეს ცენტრი  მუშაობს სოფლად დასაქმებასა და შემოსავლების გაზრდაზე, ახორციელებს ინვესტიციებს ფერმის დონეზე და ტექნიკურ დახმარებას უწევს აგრობიზნესს. ცოტა ხნის წინ „აგროქართლმა“ განაახლა აღჭურვილობა და გაზარდა იმ პროდუქციის მრავალფეროვნება, რომელსაც  შიდა ქართლის მცირე ფერმერებს   სთავაზობს,  ასეთებია  მაღალი ხარისხის თესლი, სასუქი, მასალები და ტექნიკა. „აგროქართლის“ საქმიანობა ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას გორისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე  სოფლებში .

REAP  ხუთწლიანი,  $19,5 მილიონიანი პროექტია, რომლის მიზანია სოფლის მოსახლეობის შემოსავლების გაზრდა და მათი დასაქმება, რაც შესაძლებელია ინვესტიციების განხორციელებით ფერმის დონეზე, და აგრო ბიზნესში ჩართული საწარმოებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევით. REAP ხელს უწყობს კერძო სექტორის მიერ ინვესტიციების გაზრდას და აგრობიზნესის სექტორის კომერციულ დაფინანსებას, ასევე სოფლად მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის და წარმოებებისათვის რისკების შემცირებას. REAP ასევე აფართოებს კომერციულად მდგრად კავშირებს სერვისის მწარმოებლებისათვის,  მოსავლის აღებამდე არსებული მწარმოებლებისათვის და ადგილობრივი საკონსულტაციო ფირმებისთვის.