USAID ენერგეტიკის პროგრამა

USAID ენერგეტიკის პროგრამა

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკის პროგრამა (UEP) არის სამწლიანი, 7.5 მილიონ დოლარიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს დახმარებას ენერგეტიკული ბაზრის განვითარებაში, ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად. პროგრამის ძირითადი მიზანია საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოების სრულყოფისა და ენერგეტიკაში ინვესტიციების ზრდის საშუალებით.
UEP დაეხმარება საქართველოს მთვარობას და შესაბამის უწყებებს მარეგულირებელი რეფორმების ფისკალური და გრძელვადიანი ზემოქმედების შეფასებაში, ინვესტიციების მოზიდვაში, ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებაში; ხელს შეუწყობს ენერგეტიკის სისტემაში არაჰიდროენერგეტიკული რესურსების ინტეგრირებას და ამასთან ერთად, საქართველოს მთვარობას გაუწევს სტრატეგიულ კონსულტაციებს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
UEP აქტიურ მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს მთვარობას კონკურენტული ბაზრების ჩამოყალიბებაში ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სფეროებში, განახლებადი ენერგიის პროექტის ქსელთან ინტეგრირებას და საქართველოს, სომხეთს და თურქეთს შორის განახლებადი ენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გაუმჯობესებაში.
პროექტი მოიცავს ხუთ დამოუკიდებელ ტექნიკურ კომპონენტს, რომელთა მიზანია ახალი ინვესტიციებისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესება.

1. ენერგეტიკული ბაზრის განვითარება, რაც მოიცავს მთავრობის, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) და ბაზრის მონაწილეების მხარდაჭერას კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბებაში და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების შესაბამისად საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ჰარმონიზაციას მეზობელი ქვეყნების ბაზრებთან;
2. ინსტიტუციონალური გაძლიერება და შესაძლებლობათა ზრდა ენერგეტიკულ ბაზრებსა და ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან მიმართებაში. ამ მხრივ UEP დახმარებას გაუწევს სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სემეკს;
3. ინვესტიციების ოპტიმიზაცია ენერგეტიკაში. დახმარება მოიცავს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნას და განახლებადი ენერგიის სხვადახვა წყაროებისთვის ინვესტიციების ხელშემწყობი გეგმების შემუშავებას;
4. განახლებადი ენერგიის სხვადახვა წყაროების ქსელთან ინტეგრირება. UEP მხარდაჭერას გაუწევს ქარის სადგურების დეველოპერებს და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას განახლებადი ენერგიის სხვადახვა წყაროების ქსელთან ინტეგრირებაში;
5. საქართველოს მთავრობისთვის სტრატეგიული საკონსულტაციო დახმარება ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდის მიზნით. UEP ადგილობრივ და რეგიონალურ კვლევებზე დაყრდნობით, კონსულტაციებს გაუწევს საქართველოს მთვარობას ენერგეტიკის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებასა და კომპლექსური ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ოპერირების საკითხებში.