დღეს, USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი პიტერ უიბლერი სიტყვით გამოვიდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2019 წლის ყოველწლიური ანგარიშის წარდგინებაზე. მან ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერებისთვის გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებში. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა რამდენიმე საკითხზე, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ხელი შეუწყო კომიტეტის საქმიანობას. ასეთი საკითხების ჩამონათვალი მოიცავს პარლამენტის როლს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების პროცესში, სასამართლო სისტემის მეოთხე რეფორმას, სექსუალური ძალადობის საწინააღმდეგო და ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობებს.
მისიის ხელმძღვანელმა უიბლერმა გაახმოვანა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მოლოდინები იმ რეფორმების სრულ განხორციელებაზე, რომელიც გადამწყვეტია ქართული საზოგადოების თვითუზრუნველყოფისთვის შესაბამისი პირობების შესაქმენლად. მან, ასევე, მოუწოდა პარლამენტს, გადახედოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკანონმდებლო საკითხებს, რათა უზრუნველყოს შესარჩევი პროცესის სრული შესაბამისობა გადაწყვეტილებასთან, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქართული საზოგადოების ნდობას სასამართლოს გადაწყვეტილებებისადმი.