USAID-ის მისიის დირექტორი ჯონ პენელი
ჯონ პენელი, აშშ-ის დიპლომატიური სამსახურის მრჩევლის რანგის კარიერული დიპლომატი, საქართველოში, თბილისში მდებარე USAID/კავკასიის მისიის დირექტორია.
2019 წლიდან 2022 წლამდე ჯონ პენელი იყო USAID-ის დირექტორი ლიბიაში. 2015-19 წლებში პენელი მუშაობდა USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილედ უკრაინასა და ბელორუსიაში, სადაც ეხმარებოდა რეგიონში სააგენტოს უმსხვილესი მისიის ზედამხედველობასა და წვლილი შეიტანა მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჯონ პენელი ასევე მუშაობდა უკრაინაში 2000-01 წლებში.
ჯონ პენელი მუშაობდა USAID/აღმოსავლეთ აფრიკის მისიის დირექტორის მოადგილედ ნაირობიში და კენიაში, სადაც ის ხელმძღვანელობდა USAID-ის სომალიის პროგრამის გაძლიერებას. პენელი USAID-ში ასევე მუშაობდა სხვა მენეჯერულ და ტექნიკურ პოზიციებზე, მათ შორის ავღანეთში, ელ სალვადორში, ინდონეზიაში, ერაყსა და უზბეკეთში.
USAID-ამდე ბატონი პენელი მუშაობდა განათლების განვითარების აკადემიაში (AED) და კარტერის ცენტრში. ჯონ პენელი არის ლონდონის კინგს კოლეჯის ომისა და თავდაცვის კვლევების დოქტორის. მას აქვს მაგისტრის ხარისხი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ეროვნული ომის კოლეჯიდან, მაგისტრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში ამერიკული უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკაში ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტიდან. USAID-ის მისიის ახალი დირექტორი ასევე ფლობს რუსულს და ესპანურ ენებს.