საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამართა ერთიანი სავაჭრო სისტემის დაწყების ცერემონიალი. TFS პორტალი, რომელიც შეიქმნა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, შესაძლებლობას მისცემს ექსპორტიორ და იმპორტიორ კომპანიებს, ექსპედიტორებს, გადამზიდავ კომპანიებს და საერთაშორისო ვაჭრობში ჩართულ სხვა სუბიექტებს ელექტრონულად მიიღონ და წარადგინონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. TFS პორტალი შესაძლებლობას მისცემს ო
პერატორებს დაზოგონ 3.7 სამუშაო საათი და 26 საბეჭდი ქაღალდი თითოეული გადაზიდვისას, რაც დაახლოებით ყოველწლიურად 4,530,000 ლარს და 1 მილიონ საბეჭდ ფურცელს დაუზოგავს სატრანსპორტო და ლოჯ
ისტიკის კომპანიებს.
ირაკლი გვენეტაძემ, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ხელმძღვანელმა სტუმრებს სადემონსტრაციო სტენდთან აუხსნა სისტემის მუშაობის თავისებურებები. შემდეგ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი და USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილე. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე სხვა სახელმწიფო მოხელეებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და დაინტერესებული მხარეებმა კერძო და საჯარო სექტორიდან.