USDA ხელს უწყობს მცენარეთა ჯანმრთელობის ეროვნული პოლიტიკის შემუშავებას საქართველოში

მავნებლების ინტეგრირებული მართვის სახელმძღვანელოს შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში მცენარეთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიმართულებით.

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) „საქართველოს ეროვნული სანიტარული და ფიტოსანიტარული შესაძლებლობების დანერგვისა და ეფექტურობის გაძლიერება ტრეინინგებითა და განათლებით“ პროექტის ფარგლებში აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სასოფლო-სამეურნეო სისტემების გაძლიერების კუთხით. USDA-ის ძალისხმევის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს საერთაშორისო ბაზრებზე მონაწილეობას, მოიცავს ეროვნული ფიტოსანიტარული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, რომელიც შეესაბამება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ საერთაშორისო სტანდარტებს.

USDA-მ ცოტა ხნის წინ შეიმუშავა მავნებლების ინტეგრირებული მართვის (IPM) სახელმძღვანელო საქართველოსთვის, რომელიც მიზნად ისახავს მავნებლების მართვის მდგრადი, ეკონომიკურად ეფექტური და უსაფრთხო პრაქტიკების დანერგვას. IPM სახელმძღვანელო შემუშავდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად. გამოიკითხა და დისკუსიები მოეწყო ქართული სამინისტროების და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ასზე მეტ წარმომადგენელთან. იმის ფონზე, როცა IPM გახდა მავნებლების მართვის მაგალითი საერთაშორისოდ სოფლის მეურნეობაში, მისი განხორციელების ერთერთი შედეგი იქნება საქართველოს დახმარება ფიტოსანიტარული ზომების საერთაშორისო სტანდარტების შესრულებაში.

საქართველოსთვის ეროვნული IPM პროგრამის შემუშავება და განხორციელება დაიცავს მომხმარებლებს შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში, რომლებსაც სავაჭრო ურთიერთობები აქვთ საქართველოსთან, არ მოხდეს არასასურველი მავნებლების იმპორტი. რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეამცირებს მწარმოებლების, მომხმარებლებისა და გარემოს წინაშე არსებულ ზოგად რისკს.
პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები არიან კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფრეზნო და ქართული ასოციაცია მომავლის ფერმერი.