აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სტატისტიკოსი, მაიკლ სტაინერი საუბრობს სოფლის მეურნეობის სტატისტიკაზე მაესტროს სატელევიზიო ეთერში (29 თებერვალი)

IMG_20160229_130229მაესტროს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მაიკლ სტაინერმა, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტატისტიკოსმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის სტატისტიკის მნიშვნელობაზე პოლიტიკის შემუშავებისა და ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. ბატონმა სტაინერმა განმარტა, თუ როგორ შემცირდა საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა მრავალწლიანი უყურადღებობის შედეგად. ასევე, თუ როგორ დაეხმარება სოფლის მეურნეობის სფეროს გაჯანსაღებას ის ინიციატივები, რომლებსაც საქართველოს ახლანდელი მთავრობა ახორციელებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით.