Flag

An official website of the United States government

USDA-ს მიერ მხარდაჭერილი სოფლის მეურნეობის სტატისტიკის პორტალი აძლიერებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მონაცემ
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
ივნისი 27, 2023

USDA-ს მიერ მხარდაჭერილი სოფლის მეურნეობის სტატისტიკის პორტალი აძლიერებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მონაცემ

USDA-ს მიერ მხარდაჭერილი სოფლის მეურნეობის სტატისტიკის პორტალი აძლიერებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მონაცემებზე ხელმისაწვდომობასა და ანალიზს

27 ივნისს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) გახსნა სოფლის მეურნეობის სტატისტიკის ახლად შემუშავებული პორტალი. მომხმარებლისთვის მოსახერხებელი, ინტერაქტიული ონლაინ პორტალი მომხმარებლებს უადვილებს წვდომას მონაცემებზე, ანალიზსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სიტუაციაზე ინფორმაციის მიღებას.

ამ პორტალის გაშვება არის USDA-ს უფრო ფართო პროგრამის ნაწილი, რომელიც დაეხმარება საქსტატსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) გააუმჯობესონ საქართველოს მთავრობის შესაძლებლობები სოფლის მეურნეობის სტატისტიკის შეგროვებაში, ანალიზსა და გავრცელებაში.