USDA მხარს უჭერს ქართველ ახალგაზრდებში სოფლის მეურნეობის უნარების განვითარებას
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (USDA) მხარი დაუჭირა კახეთში 30 ივლისიდან 2 აგვისტომდე ორგანიზებულ აგრობანაკს. ბანაკში შვიდი საჯარო სკოლის 21 მოსწავლე მონაწილეობდა აჭარის მუნიციპალიტეტებიდან და ბათუმიდან. მონაწილეებმა მოინახულეს სხვადასხვა ქართული აგრობიზნესი, მათ შორის რძის ფერმა, ზეთისხილის გადამამუშავებელი ქარხანა, ყველის გადამამუშავებელი საწარმო და სხვა. აქტივობის მიზანი იყო ახალგაზრდებში სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, უნარების განვითარება, შესაძლებლობების გაუმჯობესება, კვლევის კომპონენტის ექსტენციის მოდელის გაცნობა და უნივერსიტეტის ექსტენსიის ცენტრის (UEC) მდგრადი განვითარების მხარდაჭერა. აგრო ბანაკი ახალგაზრდების განვითარების გზით პოზიტიურ ტონს აყალიბებს გრძელვადიანი მიზანისათვის – დაარსდეს აჭარის სასოფლო-სამეურნეო სკოლების კლუბები. ეს პროგრამა ხორციელდება მომავლის ფერმერის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის კულტურისა და სპორტის სამინისტროს პარტნიორობით.