Flag

An official website of the United States government

USDA-ს მხარდაჭერით ყველის გზა ვითარდება საქართველოში
ავტორი
3 წუთიანი საკითხავი
ნოემბერი 30, 2023

USDA-ს მხარდაჭერით ყველის გზა ვითარდება საქართველოში

2023 წლის 22 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ინვესტირება უვნებელ და ხარისხნიან მესაქონლეობაში პროექტის მხარდაჭერით რძის და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია საქრძემ ყველის გზის ვებ გვერდისა და მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია გამართა. ყველის გზა ტურისტებსა და დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას აძლევს მიიღონ ინფორმაცია და ეწვიონ ქართველ ყველის მწარმოებლებს, რომლებიც პასუხობენ სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს. ყველის გზა აგრო და ტურიზმის სექტორების თანამშრომლობის მაგალითია საქართველოში, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ელეგანტურ ღვინოსა და უგემრიელეს ქართული ყველის ნაირსახეობებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველის გზის და მსგავსი ღონისძიებების განვითარება მოტივაციას მისცემს რძის მრაწმოებელ ფერმერებსა და ყველის მწარმოებლებს შექმნან უნიკალური ქართული რძის პროდუქტები, რაც მოიზიდავს ვიზიტორებს და ამავდროულად დაიკავებს საერთაშორისო ბაზრებს.

ყველის გზის შექმნა იმ არაჩვეულებრივი სამუშაოს გაგრძელებაა რასაც ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი და მისი პარტნიორები ასრულებენ საქართველოს მეცხოველეობის სექტორის გაძლიერებისთვის.

ქართული ყველის გზის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: https://cheeseroute.ge/