Flag

An official website of the United States government

USDA მხარს უჭერს საქართველოს მესაქონლეობის ექსპო 2023-ს
ავტორი
3 წუთიანი საკითხავი
ოქტომბერი 22, 2023

USDA მხარს უჭერს საქართველოს მესაქონლეობის ექსპო 2023-ს

ელჩმა რობინ დანიგანმა საქართველოს რძის და საქონლის ხორცის ინდუსტრიაში განვითარებული მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით საქართველოს მესაქონლეობის ექსპო 2023-ში მიიღო მონაწილეობა და მხარი დაუჭირა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დახმარებასსაქართველოს რძის და საქონლის ხორცის ღირებულების ჯაჭვების სურსათის უვნებლობის, პროდუქტიულობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად.

მესაქონლეობის ექსპო ემსახურება როგორც B2B ადგილს ფერმერებისთვის, ასევე პირუტყვის პროდუქტების მომწოდებლებისთვის, რძის და საქონლის ხორცის გადამამუშავებლებისთვის და მარკეტოლოგებისთვის. აშშ-ს მთავრობა აგრძელებს საქართველოს რძისა და ხორცპროდუქტებით კონკურენტუნარიანობის, პროდუქტიულობისა და ვაჭრობის გაძლიერებასრათა ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის განვითარებას.