USDA ეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხორბლის მოსავლიანობის განსაზღვრაში (20 – 24 აპრილი)

USDA ეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხორბლის მოსავლიანობის განსაზღვრაში (20 – 24 აპრილი)

20 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ექსპერტი, სტატისტიკოსი დეივიდ ლუკენბახი და USDA-ს საქართველოს წარმომადგენლობა დახმარებას უწევდა და ტრეინინგები ჩაატარეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებისთვის ხორბლის მოსავლიანობის პროგნოზირების კვლევაში კახეთის და შიდა ქართლის რეგიონში.  ტრეინინგები გაიმართა თელავსა და გორში სამინისტროს იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ჩაატარებენ საველე სამუშაოებს და შეაგროვებენ ხორბლის მოსავლიანობის პროგნოზირებისთვის საჭირო ინფორმაციას ორივე რეგიონში.  ხორბალი არის ერთერთი იმ ოთხი კულტურიდან, რომელზეც USDA-ს ტექნიკური დახმარებით მოხდა მოსავლიანობის პროგნოზირების მეცნიერული მეთოდოლოგიის შემუშავება, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ დათვლებსა და გაზომვებზე.  ეს მეთოდოლოგიები დაეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეაგროვოს უფრო ზუსტი და დროული მონაცემები, რომელიც უზრუნველყოფს ხორბლის მოსავლიანობის პრომორიზების საშუალებას მოსავლის აღებამდე.

მოსავლიანობის პროგნოზირების კვლევები ძალიან მნიშვნელოვანი საშუალებაა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის განავითაროს ეფექტურის სასოფლო-სამეურნეო საინფორმაციო სისტემა და გააძლიეროს ახლადშექმნილი პოლიტიკის და ანალიტიკის დეპარტამენტი.

ეს ღონისძიებები ტარდება USDA-ს პროექტის საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ინიციატივის (GAPI) ფარგლებში, რომელიც 3 წლიანია და დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.