აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს მუზეუმების განვითარებას გამოფენებითა და ვორქშოფებით (10 ივლისი)

აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს მუზეუმების განვითარებას გამოფენებითა და ვორქშოფებით (10 ივლისი)

 

10 ივლისი, 2017 წელი – 10-18 ივლისს აშშ-ის საელჩო უმასპინძლებს მუზეუმების კონსულტანტს აშშ-იდან პატრიკ გალაჰერს, რომელიც ცნობილია სმითსონიანის, გრემის, ჯაშუშობის და სხვა მრავალი მსოფლიო დონის მუზეუმებთან თანამშრომლობით. ვიზიტის დროს გალაჰერი ეწვევა მუზეუმებს და შეხვდება წარმომადგენლებს კულტურის სამინისტროდან, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან, რათა განიხილონ ტურიზმის ხელშეწყობა, საჯარო-კერძო პარტნიორობა და საზოგადოების ჩართულობა. საქართველოში ერთკვირიან ვიზიტს ბატონი გალაჰერი დაასრულებს ორდღიანი ვორქშოფით 20 ქართველი მუზეუმის თანამშრომლისთვის. ვორქშოფი შეეხება მუზეუმში ექსპონატების დიზაინის ინოვაციებსა და ვიზიტორის ინტერაქტიულ გამოცდილებებს.

ბატონი გალაჰერის ვიზიტი აშშ-ის საელჩოს მრავალფაზიანი მუზეუმის მარკეტინგის პროექტის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს, მეტად წარმოაჩინოს საქართველოს კულტურისა და ისტორიის მნიშვნელობა საქართველოში არსებული მუზეუმების შემდგომი განვითარების ხელშეწყობით. ეს პროექტი ასევე მოიცავდა სასწავლო ტურს 12 ამერიკულ მუზეუმში 5 ქართველი მუზეუმის თანამშრომლისთვის და ერთკვირიან ბიზნეს და მარკეტინგულ ვორქშოფს მუზეუმების კურატორებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან.

პროგრამა დასრულდება მე -20 საუკუნის ფოტოგრაფი და ეთნოგრაფის, ედვარდ კურტისის  ნამუშევრების გამოფენით, რომელსაც გალაჰერის დახმარებით ქართველი კურატორები მოაწყობენ. კურტისმა ექპედიციებში 30 წელი გაატარა და აღნუსხა 80-ზე მეტი ადგილობრივი ამერიკული ტომის კულტურა წერილობითი ინტერვიუების, აუდიო ჩანარებისა და 40 000-ზე მეტი ფოტოს საშუალებით. მისი ნამუშევარი მიჩნეულია, როგორც ერთერთი ყველაზე ზუსტი, სრულყოფილი და ლამაზი ასახვა ადგილობრივი ამერიკული კულტურის მრავალფეროვნებისა. ერთთვიანი გამოფენა, რომელიც სექტემბერში გაიხსნება, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება თბილისის ისტორიის მუზეუმში – ქარვასლა, აბრეშუმის და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმებში. აშშ-ის კონგრესის  ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 40-ზე მეტი ფოტო, რომელიც არასოდეს ყოფილა გამოფენილი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: Tbilisipress@state.gov