ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდი USS Carney (DDG 64) ეწვევა ბათუმის პორტს (23 აგვისტო)

ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდი USS Carney (DDG 64) ეწვევა ბათუმის პორტს (23 აგვისტო)

ბათუმის პორტში USS Carney-ის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მზაობას გაამყაროს კავშირები ნატოს პარტნიორ და მოკავშირე ქვეყნებთან, როგორიც საქართველოა და ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყოს უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცებას შავი ზღვის რეგიონში.

ხომალდ USS Carney-ის ბათუმის პორტში შემოსვლა წარმოადგენს აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდების მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტების გაგრძელებას, რაც ხელს უწყობს აშშ-სა და მის მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შორის პროფესიული და პირადი კავშირების გამყარებას. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ყოფნისას ხომალდზე ჩატარდება ერთობლივი წვრთნები საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლების ჩართულობით. ასევე გარკვეული ჯგუფებისთვის განხორციელდება გემზე ტურები.

ხომალდი USS Carney წარმოადგენს ესპანეთის როტის ნაწილს და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობას იღებს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს რა რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას შავი ზღვის რეგიონში. აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები ხშირად ოპერირებენ შავ ზღვაში მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად.