აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდი Hamilton-ი ბათუმს ეწვია

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ბათუმს ეწვია საქართველოშო აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდის Hamilton-ის ეკიპაჟის წევრებთან მისასალმებლად. ელჩი დეგნანი და კაპიტანი კრონინი საქართველოს მთავრობის ლიდერებს შეხვდნენ და მათთან ერთად საზღვაო ხომალი დაათვალიერეს. ბათუმში ჩასვლამდე Hamilton-ის ეკიპაჟი, ორი დღის განმავლობაში, მონაწიელობდა წვრთნებში საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად მზაობისა და ურთიერთქმედების დახვეწის მიზნით. ეს ვიზიტი კიდევ ერთი სიმბოლოა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ახლო თანამშრომლობის და შეერთებული შტატების ერთგულების საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.