აშშ-ის საზღვაო ხომალდი „მაუნთ უითნი“ ბათუმში ჩამოდის (6 ოქტომბერი)

აშშ-ის საზღვაო ხომალდი „მაუნთ უითნი“ ბათუმში ჩამოდის (6 ოქტომბერი)

ბათუმი – ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის სამეთაურო და მართვის ხომალდი USS Mount Whitney (LCC 20)12 ოქტომბერს ვიზიტით ჩამოდის ბათუმის პორტში. ეს ვიზიტი ხორციელდება რეგულარულად  დაგეგმილი გადაადგილების ფარგლებში. ხომალდი ბათუმში 15 ოქტომბრამდე დარჩება. ეს  საქართველოში ხომალდის მეოთხე ვიზიტია. შავ ზღვაში ყოფნის პერიოდში შედგება ვიზიტები პორტში  და ორმხრივი წვრთნები ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებთან და საზღვაო პარტნიორებთან.

ამ ხომალდის ოპერაციების მიზანია, საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერება, აშშ რეგიონალური პარტნიორების სტაბილურობის უზრუნველყოფა და მზადყოფნისა და საზღვაო შესაძლებლობების გაზრდა.

ბათუმის პორტში ვიზიტი ემსახურება კავშირების  გამყარებას, რაც დასტურია იმისა, რომ  აშშ და საქართველო ერთგულია ერთობლივი ნაკისრი ვალდებულებებისა, ხელი შეუწყონ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას რეგიონში  და გამონახონ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ოფიციალური მიღების, გემზე ტურის და გემის მეზღვაურებსა და ქართველ სანაპირო დაცვის თანამშრომლებს შორის მეგობრული საფეხბურთო მატჩის გარდა ჩატარდება რამოდენიმე ერთობლივი წვრთნა.

ხომალდ Mount Whitney -ის ვიზიტი აგრეთვე საშუალებას მისცემს ამერიკელ მეზღვაურებს, მოინახულონ ადგილობრივი ისტორიული ადგილები და გააღრმავონ გრძელვადიანი პარტნიორობა ქართველ კოლეგებთან.

USS Mount Whitney შემოვიდა შავ ზღვაში ოპერაცია Atlantic Resolve-ის მხარდასაჭერად. ხომალდი მიმაგრებულია გაეტაში, იტალია, სადაც ის ასრულებს გეგმიურ პატრულირებას და მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად ახორციელებს საზღვაო ოპერაციებს აშშ მე-6 ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში. მე-6 ფლოტი, რომლის სათაო ოფისი ნეაპოლშია, ახორციელებს ერთობლივ და საზღვაო ოპერაციების სრულ სპექტრს. ხშირად ეს ოპერაციები ტარდება მოკავშირე და უწყებთა შორის პარტნიორებთან კოორდინირებულად, რათა ხელი შეუწყონ უსაფრთხოებასა და სატბილურობას ევროპასა და აზიაში.