ამფიბიური მზადყოფნის ჯგუფის მეთაურის მოადგილე ბრაიან ფინმენის კომენტარი მედიასთან (17 მარტი)

ამფიბიური მზადყოფნის ჯგუფის მეთაურის მოადგილე ბრაიან ფინმენის კომენტარი მედიასთან (17 მარტი)

დილა მშვიდობისა! მე გახლავართ კაპიტანი ბრაიან ფინმენი, ამფიბიური მზადყოფნის ჯგუფის მეთაურის მოადგილე. აშშ-ის ხომალდი “Oak Hill”-ი ჩვენი სამი ხომალდიდან ერთ-ერთია. ხომალდის ბორტს მისი შავ ზღვაში ყოფნის პერიოდში შევუერთდი. ამერიკის შეერთებული შტატების მეექვსე ფლოტის მეთაურის სახელით მინდა განვაცხადო, რომ მოხარულები ვართ ბათუმში სტუმრობით. ჩვენი მიზანია ქართველ ხალხსა და ამერიკის ფლოტს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. ჩემი 25-წლიანი კარიერის განმავლობაში ისე თბილად არსად დაგვხვედრიან, როგორც დღეს. ეს ჩვენი სტუმრობის შესანიშნავი დასაწყისია და იმედი გვაქვს, რომ ბათუმში ძალზე ნაყოფიერი სამდღიანი ვიზიტი გველის.

აშშ-ის ხომალდ “Oak Hill”-ის მეთაური ფილიპ ნაითი

მოგესალმებით და დიდ მადლობას გიხდით შესანიშნავი მიღებისათვის. მე გახლავართ აშშ-ის ხომალდ “Oak Hill”-ის მეთაური. 700 მეზღვაურისა და საზღვაო ქვეითის სახელით, მინდა განვაცხადო, რომ ძალიან გვიხარია აქ ყოფნა. დიდ მადლობას მოგახსენებთ სტუმარ-მასპინძლობისათვის. მოუთმენლად ველით ქართული კულტურის გაცნობას და გვიხარია, რომ ბათუმში ვიზიტისას ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოვადგენთ. მადლობას გიხდით მობრძანებისათვის და მოუთმენლად ველი მომდევნო დღეებში თქვენთან შეხვედრას.
მადლობა!