Flag

An official website of the United States government

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის განცხადება პრეფერენციის პროგრამის გენერალური სისტემის (GSP)
ფარგლებში აღსრულებისათვის გაწეული ქმედებების, ქვეყნ
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
ოქტომბერი 30, 2020

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის განცხადება პრეფერენციის პროგრამის გენერალური სისტემის (GSP) ფარგლებში აღსრულებისათვის გაწეული ქმედებების,   ქვეყნების წარმატებისა და პროგრამაში დასაშვებად ახალი შეფასებების შესახებ

 

ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის ოფისმა (USTR) დღეს გააკეთა განცხადება, რომ პრეზიდენტი ტაილანდს უჩერებს პრეფერენციების პროგრამის გენერალური სისტემით (GSP) გათვალისწინებულ 817 მილიონ დოლარს. ამის მიზეზი არის არასაკმარისი პროგრესი, აშშ-ის მიერ ქვეყნის ბაზარზე ღორის ხორცის პროდუქტის თანაბარი და გონივრული პირობებით შეტანის კუთხით.

USTR-მა ასევე გამოაცხადა, რომ პრეფერენციების პროგრამის გენერალურ სისტემაში (GSP) სამი ქვეყნისათვის სარგებლის შესანარჩუნებელი დაშვების განხილვა დასრულებულია. ეს ქვეყნებია საქართველო, დასაქმებულთა უფლებების დაცვის გაუმჯობესებისათვის, უზბეკეთი, ასევე დასაქმებულთა უფლებების დაცვის გაუმჯობესებისათვის და ინდონეზია, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ბაზარზე სამართლიანი და გონივრული წვდომის უზრუნველყოფისათვის. სააგენტომ ასევე გამოაცხადა პროგრამაში ლაოსის  სტატუსის უცვლელად დატოვება და დასაქმებულთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების გამო ორი ახალი ქვეყნის პროგრამაში ჩართვის განხილვის დაწყება. ეს ქვეყნებია ერიტრეა და ზიმბაბვე.

„დღევანდელი განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ სავაჭრო პრეფერენციების პროგრამის ეფექტური გამოყენება შრომის სტანდარტების გასაუმჯობესებლად, ასევე ამერიკული ბიზნესებისა და დასაქმებულთა დახმარების თვალსაზრისით წარმატებულია” – განაცხადა რობერტ ლაითაიზერმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისიდან. „იგი ასევე გვიჩვენებს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ აღებული ვალდებულებისადმი ერთგულებას, ყურადღებით დააკვირდეს და აღასრულოს ჩვენი სავაჭრო პრეფერენციის პროგრამა და ხაზს უსვამს, რომ როდესაც ქვეყნები ვერ პასუხობენ კონგრესის მიერ დადგენილ სავალდებულო კრიტერიუმებს, ჩვენ ვუპასუხებთ ამერიკის ბაზარზე მათი პრივილეგირებული განბაჟებისგან თავისუფალი წვდომის შეზღუდვით”.

ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო ოფისი ასევე აცხადებს პრეფერენციის პროგრამის სისტემაში შესული პროდუქტების მიმოხილვის შედეგებს, მათ შორის ახლად მოჭრილი ვარდების დამატებას და ნახევრადმოხარშული ბრინჯის ამოღებას და იმ პროდუქტების სიას, რომელიც დაშვებულია პროგრამით გათვალისწინებული სარგებლის მისაღებად.

სავაჭრო პრეფერენციის მიმდინარე პროგრამის განხილვის შედეგები

საქართველო: ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისი ასრულებს საქართველოში შრომის უფლებების მდგომარეობის მიხედვით საქართვლოს პროგრამაში დაშვების განხილვას, რომელიც 2012 წელს დაიწყო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც საქართველომ 2020 წლის სექტემბერში მიიღო კანონი, რომელიც შრომის დაცვის ოფიციალურ წარმომადგენლებს ანიჭებს უფლებას, გაუფრთხილებლად განახორციელონ ინსპექტირება და აღასრულონ დასაქმებულთა საერთაშორისოდ აღიარებული უფლებები ეკონომიკის ყველა სფეროში. ეს გაფართოებული უფლებამოსილება ეფუძნება მშრომელთა უფლებების სხვა მნიშვნელოვან სამართელბრივი დაცვის მექანიზმს, რაც განხილვის დროს ამოქმედდა.

ამერიკის შეერთებული  შტატები კვლავაც დაეხმარება საქართველოს მთავრობას, ეფექტურად აღასრულოს ახალი უფლებამოსილებები.

განსახილველად მიღებული პროდუქტების პეტიციების სრული სია, შეგიძლიათ ნახოთ აქ.

GSP პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ USTR-ის ვებგვერდს.

განცხადების სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ აქ.