Ვაქცინა იცავს სიცოცხელს

The vial seen here March 20 contains a potential COVID-19 vaccine developed at the Novavax company in Rockville, Maryland. (© Andrew Caballero-Reynolds/AFP/Getty Images)
(© Andrew Caballero-Reynolds/AFP/Getty Images)

Ვაქცინები ძალიან ბევრი მომაკვდინებელი დაავადების, მათ შორის პოლიომიელიტისა და ყვავილის, გაკონტროლებასა და სრულიად აღმოფხვრაშიც კი დაგვეხმარა. Ამჯერად ბრძოლა მიმდინარეობს იმ ვაქცინის მისაღებად, რომელიც თავიდან აგვარიდებს კოვიდ-19-ის ავადმყოფობას, რომელმაც მსოფლიოს მაშტაბით უკვე გამოიწვია 2 მილიონზე მეტი ადამიანის დაავადება.

Მეცნიერები, რომლებიც მიისწრაფიან კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისაკენ, აგრძელებენ ამერიკის ხანგრძლივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მსოფლიოში ინფექციური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებისაკენ.

Პოლიომიელიტი ყოველწლიურად ასობით ათასი ბავშვის პარალიზებას იწვევდა მანამ, სანამ ჯონას სალკი, ამერიკელი ექიმი, სამედიცინო მკვლევარი და ვირუსოლოგი აღმოაჩენდა ვაქცინას 1955 წელს. ვაქცინებმა თითქმის სრულად ამოძირკვა ეს დაავადება მსოფლიო მაშტაბით. Აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, 1988 წლიდან 2013 წლამდე ამ დაავადების შემთხვევებმა 99 პროცენტით იკლო.

Წითელა ყოველწლიურად კლავდა დაახლოებით 2,6 მილიონ ადამიანს მთელ მსოფლიოში მანამ, სანამ ჯონ ენდრესი, ამერიკელი ბიომედიცინის მეცნიერი და ნობელის პრემიის ლაურეატი, განავითარებდა ვაქცინას 1963 წელს. Დღესდღეობით გვაქვს დაავადების გაცილებით ნაკლები შემთხვევა: აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, 2018 წელს წითელა დაახლოებით 142 000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა.

Დღეს, ამერიკელი ინოვატორები კოვიდ-19-ის ვაქცინის ძიების მოწინავე ხაზზე იმყოფებიან. Იმ Სამი პოტენციური ვაქცინიდან, რომლების ადამიანებზე გამოცდაც უკვე დაიწყო, გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, ორი ამერიკელმა მკვლევარებმა შეიმუშავეს.

Მეცნიერები მერილენდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლიდან არიან მათ შორის, ვინც შეისწავლის და მსჯელობს, უკვე არსებულ ვაქცინებს, მაგალითად პოლიომიელიტის საწინააღმდეგოდ შექმნილ ვაქცინას, შეუძლია თუ არა ადამიანის იმუნიტეტის გაუმჯობესება და მრავალი სიცოცხლის გადარჩენა. Ამის პარალელურად, ასოცირებული პრესა იუწყება, რომ კოვიდ-19-ის პოტენციური ვაქცინები განვითარების პროცესში იმყოფება.

Ამერიკელი მკვლევარები ასევე ეძებენ წამალს შემდეგი დაავადებებისათვის:

Ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი (MERS)

მეცნიერებმა დაადგინეს MERS ვირუსის ანტისხეულები დრომედულ აქლემებში, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ვაქცინის შემუშავებისკენ. (© Hiro Komae/AP სურათები)

MERS შეერთებულ შტატებში 2014 წელს გავრცელდა, მანამდე კი,   პირველად არაბეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ ადამიანებში გამოჩნდა 2012 წელს. Მეცნიერებმა შეისწავლეს, თუ როგორ იწვევს ეს ვირუსი (MERS-CoV) დაავადებას და დაიწყეს პოტენციური ვაქცინების განვითარება. Ინფექციური დაავადებებისა და ალერგიის ეროვნული ინსტიტუტი ამბობს, რომ კოვიდ-19-ის ერთ-ერთი პოტენციური ვაქცინა სწრაფად გადავიდა კლინიკური ცდების ეტაპზე იმიტომ, რომ იგი ადაპტირებული იყო MERS-ისათვის განკუთვნილი ერთ-ერთი პოტენციური ვაქცინიდან.

ებოლა

ჯანდაცვის მუშაკი აცრა ექიმი ჟან-ჟაკ მუმიბე ტამფუმ ებოლას წინააღმდეგ 2019 წლის ნოემბერში, გომაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. (© Pamela Tulizo/AFP/Getty Images)

ებოლა ვირუსის დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს ციებ-ცხელება, შინაგანი სისხლდენა და გარდაცვალება. Ვირუსი ადამიანებს შორის სხეულის სითხესთან კონტაქტის გზით გადადის. Დაავადების აფეთქებები ძირითადად აფრიკაში ვლინდება, ყველაზე ბოლო შემთხვევა კი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოხდა, სადაც 2018 წლის შემდეგ 2100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. Აშშ-სა და ევროპის მარეგულირებლებმა ახლახანს დაამტკიცეს ამერიკული ფარმაკოლოგიური ფირმის, ,,მერკის’’ ვაქცინა ვირუსის წინააღმდეგ. Ამერიკის შეერთებული შტატები არის ყველაზე მსხვილი ერთადერთი დონორი ებოლას საპასუხო ძალისხმევაში მას შემდეგ, რაც ეპიდემიის უახლესი აფეთქება გამოვლინდა 2018 წლის აგვისტოში.

Ზიკას ვირუსი

მსგავსი კოღოები Aedes aegypti ავრცელებენ ზიკას, ჩიკუნგუნიას, დენგეს ცხელებას და სხვა სერიოზულ დაავადებებს. (© James Gathany/CDC/AP Images)

Ზიკას ვირუსის ძირითადი გადამტანი კოღოები არიან და ამ ვირუსმა 2015-2016 წლებში, დასავლეთ ნახევარსფეროში ათასობით ბავშვის დეფექტებით დაბადება გამოიწვია. Აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის უოლტერ რიდის სახელობის არმიის კვლევითმა ინსტიტუმა სწრაფი პროგრესი აჩვენა ზიკას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის გზაზე და პოტენციურ წამალზე კლინიკური ცდები 2016 წლის ბოლოსათვის დაიწყო. Ინფექციური დაავადებებისა და ალერგიის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა განავითარეს ექსპერიმენტული ვაქცინა, რომლის კლინიკური ცდებიც 2017 წლის მარტში დაიწყო.

Მალარია

ჯანდაცვის მუშაკი ატარებს ბავშვს მალარიის წინააღმდეგ ჰომა ბეის ოლქში, კენიაში, 2019 წლის სექტემბერში. (© ჯოზეფ ოდუორი/AP სურათები)

Მალარია არის კიდევ ერთი დაავადება, რომელიც კოღოებს გადააქვთ. Მალარია საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევრის, 3,2 მილიარდი ადამიანისათვის. Ეს დაავადება ყოველწლიურად კლავდა 700 000 ადამიანს მანამ, სანამ 2005 წელს პრეზიდენტი ჯორჯ უოკერ ბუში წამოიწყებდა აშშ-ს პრეზიდენტის ინიციატივას მალარიის წინააღმდეგ. 2017 წლისათვის მალარიით გარდაცვალების მაჩვენებელი ორზე მეტჯერ იქნა შემცირებული და ეს რიცხვი დღეს დაახლოებით წელიწადში 300 000-ს უდრის. Თავდაცვის დეპარტამენტი თანამშრომლობს კერძო კომპანიებთან, რომლებიც მუშაობენ მალარიის საწინააღმდეგო პოტენციურ ვაქცინებზე და ახლახანს მათ ჩაატარეს ცდები კანდიდატ ვაქცინაზე.

Ტუბერკულოზი

ახალი ვაქცინის კვლევისას, მეცნიერები ხელახლა სტუმრობენ ტუბერკულოზისა და პოლიომიელიტის ვაქცინებს, რათა დაინახონ, უზრუნველყოფენ თუ არა ისინი რაიმე დაცვას COVID-19– ისგან. (© AP სურათები)

Ტუბერკულოზს იწვევს ბაქტერია, რომელიც თავს ესხმის ფილტვებს. Იგი გადადის ადამიანიდან ადამიანზე მაშინ, როცა ინფიცირებული პიროვნება ცემინებით ან ხველებით ჰაერში გამოაფრქვევს მიკრობებს. Ეს დაავადება ყოველწლიურად 1,5 მილიონ ადამიანს კლავს და მან უკვე გადაასწრო შიდსს და გახდა მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევი მოწინავე ინფექციური მიზეზი. Დღეს Არსებული ვაქცინა შეზღუდული ეფექტიანობით ხასიათდება. Სწორედ ამიტომაა, რომ ინფექციური დაავადებებისა და ალერგიის ეროვნული ინსტიტუტი აფინანსებს კვლევებს ვაქცინისა და მკურნალობის მეთოდების განვითარების მიმართულებით. Რამდენიმე პოტენციურმა ვაქცინამ წარმატება აჩვენა ცხოველებზე ჩატარებული კვლევებისას და ამჟამად მიმდინარეობს კლინიკური ტესტირება. 2019 წელს აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული ტუკერკულოზის საწინააღმდეგო წამალი არის ამ ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული მხოლოდ მესამე მედიკამენტი ბოლო 40-ზე მეტი წლის განმავლობაში. Ეს იმედისმომცემია იმ პაციენტებისათვის, რომლებზეც მიიჩნეოდა, რომ არ ექვემდებარებოდნენ მკურნალობას.