საიმიგრაციო ვიზები

2020 წლის 20 ივლისის მდგომარეობით არსებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ს საელჩომ თბილისში, საქართველოში, განაახლა საიმიგრაციო და არასაიმიგრაციო ვიზების გარკვეული კატეგორიების გაცემა, მათ შორის: საიმიგრაციო ვიზის კატეგორიები: IR / CR1, IR / CR2, IR / IH3, IR / IH4 და SB1
არასაიმიგრაციო ვიზის კატეგორიები: F1, M1 და ზოგიერთი J1, C1 / D იმისათვის რომ  შესაბამისად განვსაზღვროთ პრიორიტეტები,

სტუდენტური ვიზის განმცხადებლებმა, მათ შორის F-1, M-1 და J-კატეგორიებისთვის, რომელთა პროგრამის დაწყების თარიღებიც ახლოვდება, უნდა გამოიყენონ გადაუდებელი შეხვედრის მოთხოვნის ფუნქცია შემდეგ ბმულზე: https://ustraveldocs.com,  რათა მოგვაწოდონ ინფორმაცია სწავლის დაწყების თარიღების შესახებ,

ყველა სავიზო კატეგორიისთვის:  თუ დაუყოვნებლივ გჭირდებათ გამგზავრება,
გთხოვთ, მიჰყვეთ ინსტრუქციას, რომელსაც მიიღებთ ელ.ფოსტით: 
support-georgia@ustraveldocs.com; ასევე შემდეგი ბმულით ჩვენს ვებგვერდზე:  https://www.ustraveldocs.com/ge/; ან დარეკეთ ნომერზე: +995 32 2471 160 სასწრაფო დახმარების მისაღებად.  ყველა განაცხადი, გადაუდებელი გასაუბრების მოთხოვნის შესახებ, ინდივიდუალურად განიხილება.

განმცხადებლები H1B, H2B, H4, L ვიზების კატეგორიებზე და ზოგიერთ შემთხვევაში J ვიზის კატეგორიაზე, რომლებიც გათვალისწინებულია საპრეზიდენტო განაცხადით 10052, შეძლებენ გადაუდებელი გასაუბრების მოთხოვნას, თუ მათ აქვთ ამის მიზეზი და თვლიან, რომ  ისინი განეკუთვნებიან ერთ-ერთ გამონაკლისს, რომელიც ჩამოთვლილია საპრეზიდენტო განცხადებაში, რომელიც მოცემულია შემდეგ ბმულზე.

მიუხედავად იმისა, რომ საელჩო ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად განიხილოს თითოეული განაცხადი, მომსახურების დასრულების მოლოდინის დრო სავარაუდოდ გაიზრდება მნიშვნელოვანი შეფერხებების გამო. MRV სავიზო მოსაკრებელი მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში იმ ქვეყანაში, სადაც გადახდა განხორციელდა და მისი გამოყენება შესაძლებელია გასაუბრების დასანიშნად, მადლობას გიხდით მოთმინებისა და გაგებისთვის!

შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი საიმიგრაციო ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის და საქართველოში მცხოვრები პირებისთვის ფორმდება ამერიკის საელჩოში, თბილისში.

საიმიგრაციო ვიზის მისაღებად განაცხადის შესატანად, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე იმიგრირებას ითხოვს, როგორც წესი უნდა ასპონსორებდეს აშშ მოქალაქე ან კანონიერი მუდმივი მაცხოვრებელი ახლო ნათესავი(ები), ან აშშ დამსაქმებელი, და უნდა ქონდეს დამტკიცებული პეტიცია საიმიგრაციო ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანამდე. სპონსორი იწყებს პროცესს უცხოელი მოქალაქის სახელით პეტიციის წარდგენით აშშ მოქალაქეობისა და საიმიგრაციო სამსახურში (USCIS). შეგიძლიათ გადახედოთ ჩვენს ვიზის კატეგორიების ცნობარს (Directory of Visa Categories) usvisas.state.gov-ზე რათა მიიღოთ ინფორმაცია აშშ-ს სხვადასხვა სახის საიმიგრაციო ვიზებზე, მათ შორის ჩვენს საიმიგრაციო ვიზის (მწვანე ბარათის) პროგრამაზე. შემდეგ შეასრულეთ Immigrant Visa Process -ს, ან Diversity Visa Process -ს ინსტრუქციები usvisas.state.gov-ზე რათა დაიწყოთ განაცხადის შეტანის პროცესი საიმიგრაციო ვიზის მისაღებად.

მას შემდეგ, რაც USCIS დაამტკიცებს თქვენს პეტიციას და თქვენ დაასრულებთ წინასწარ პროცესს ვიზის ეროვნულ ცენტრში (NVC), ან თქვენ აგირჩევენ საიმიგრაციო ვიზის ლატარეაში (Diversity Visa Lottery) და დაასრულებთ დოკუმენტების გაფორმებას კენტაკის საკონსულო ცენტრში (KCC), გადახედეთ ვიზის ეროვნულ ცენტრიდან (NVC) ან კენტაკის საკონსულო ცენტრიდან (KCC) თქვენთვის გადმოცემულ ინსტრუქციებს, აგრეთვე ვებსაიტზე განთავსებულ ინფორმაციას, შემდგომი მითითებებისა და ინსტრუქტაჟისთვის.

საიმიგრაციო ვიზები