საქმის სტატუსი

თქვენი საიმიგრაციო ვიზისთვის გასაუბრების ბოლოს, საკონსულო ოფიცერი შეგატყობინებთ თქვენი სავიზო განაცხადი დამტკიცდა თუ უარყოფილ იქნა.

ზოგიერთი სავიზო განაცხადი საჭიროებს შემდგომ ადმინისტრაციულ განხილვას (administrative processing ), და საჭიროებს დამატებით დროს, საკონსულო ოფიცერთან ვიზის განაცხადის წარმდგენის გასაუბრების შემდეგ. განმცხადებელს ვატყობინებთ ამ მოთხოვნას განაცხადის წარდგენისას. უმრავლეს შემთხვევაში, ადმინისტრაციული განხილვა გასაუბრებიდან 60 დღის განმავლობაში სრულდება. ადმინისტრაციული განხილვის საჭიროების შემთხვევაში დროის ხანგრძლივობა ცვალებადობს ყოველი საქმის კონკრეტული გარემოებების მიხედვით. თქვენი სავიზო განაცხადის სტატუსის შემოწმება შეგიძლიათ (check the status ) ceac.state.gov-ზე.

ვიზაზე უარის მიღების შემთხვევაში შეგიძლიათ მოიძიოთ სასარგებლო ინფორმაცია Ineligibilities and Waivers-ში, usvisas.state.gov-ზე.