გასაუბრება

მას შემდეგ რაც შეასრულებთ მწვანე ბარათის გათამაშების (Diversity Visa Process) ინსტრუქციებს usvisas.state.gov-ზე და წარადგენთ მოთხოვნილ საიმიგრაციო ვიზის განაცხადის ფორმას (DS-260), თქვენ შესაძლებელია მიიღოთ შეტყობინება კენტაკის საკონსულო ცენტრიდან (KCC) თქვენი გასაუბრების დანიშვნის შესახებ. ელ-ფოსტით მიიღებთ მითითებას რომ შეხვიდეთ Entrant Status Check-ში Electronic Diversity Visa (E-DV) ვებსაიტზე, გამოიყენებთ რა თქვენს DV (მწვანე ბარათის გათამაშების) დასტურის ნომერს, თქვენი გასაუბრების თარიღის, დროის და ადგილის სანახავად.

გასაუბრების პროცესის (interview process) შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ვებ გვერდს: usvisas.state.gov