სამსახურეობრივი იმიგრაცია

ყოველ ფისკალურ წელიწადს (1 ოქტომბერი – 30 სექტემბერი) აშშ-ს საიმიგრაციო კანონის დებულებების მიხედვით, დაახლოებით 140,000 სამსახურეობრივი საიმიგრაციო ვიზაა ხელმისაწვდომი კომპეტენტური კანდიდატებისთვის. სამსახურეობრივი საიმგრაციო ვიზები დაყოფილია ხუთ უპირატეს კატეგორიად. სამსახურეობრივი საიმგრაციო ვიზების ამ ხუთი კატეგორიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიედ შემდეგ ვებ გვერდს: usvisas.state.gov.

სამსახურეობრივი საიმიგრაციო ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანისთვის, შეასრულეთ Immigrant Visa Process -ს ინსტრუქციები usvisas.state.gov-ზე. მითითებული ინსტრუქციების შესრულების შემდეგ, გაეცანით ვიზის ეროვნულ ცენტრის მიერ (NVC) თქვენთვის გადმოცემულ ინსტრუქციებს, აგრეთვე ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას.