საქმის სტატუსი

თქვენი საიმიგრაციო ვიზისთვის გასაუბრების ბოლოს, საკონსულო ოფიცერი შეგატყობინებთ თქვენი სავიზო განაცხადი დამტკიცდა თუ უარყოფილ იქნა.

ზოგიერთი სავიზო განაცხადი საჭიროებს შემდგომ ადმინისტრაციული მონაცემების დამუშავებას (administrative processing), და საჭიროებს დამატებით დროს, საკონსულო ოფიცერთან ვიზის განაცხადის წარმდგენის გასაუბრების შემდეგ. განმცხადებელს ვატყობინებთ ამ მოთხოვნას განაცხადის წარდგენისას. უმრავლეს შემთხვევაში, ადმინისტრაციული განხილვა გასაუბრებიდან 60 დღის განმავლობაში სრულდება. ადმინისტრაციული განხილვის საჭიროების შემთხვევაში დროის ხანგრძლივობა ცვალებადობს ყოველი საქმის კონკრეტული გარემოებების მიხედვით. თქვენი სავიზო განაცხადის სტატუსის შემოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ გვერდზე: (check the status) ceac.state.gov

ვიზაზე უარის მიღების შემთხვევაში სასარგებლო ინფორმაციის მოიძიება შეგიძლიათ შემდეგ ვებ გვერდზე: https://travel.state.gov/content/visas/en/general/ineligibilities.html