ოჯახის გაერთიანება

ოჯახური საიმიგრაციო ვიზის კატეგორიების ორი ჯგუფი, ახლო ნათესავები და ოჯახის უპირატესობა, გათვალისწინებულია აშშ-ს საიმიგრაციო კანონის დებულებებში, კერძოდ კანონში იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ (INA). საიმიგრაციო ვიზების ამ ორი კატეგორიის შესახებ შეგიძლიათ მეტი ინფორმაციის მოპოვება usvisas.state.gov -ზე.

ახლო ნათესავი ან ოჯახის უპირატესობა საიმიგრაციო ვიზის მისაღებად განაცხადის შესატანად, შეასრულეთ Immigrant Visa Process -ს ინსტრუქციები usvisas.state.gov-ზე. მითითებული ინსტრუქციების შესრულების შემდეგ, გაეცანით ვიზის ეროვნულ ცენტრიდან (NVC) თქვენთვის გადმოცემულ ინსტრუქციებს, აგრეთვე ვებსაიტზე განთავსებულ ინფორმაციას, შემდგომი მითითებებისა და ინსტრუქტაჟისთვის.