საქმის სტატუსი

თქვენი საიმიგრაციო ვიზის მიღების გასაუბრების ბოლოს, საკონსულო ოფიცერი შეგატყობინებთ თქვენი სავიზო განაცხადი დამტკიცდა თუ უარყოფილ იქნა.

ზოგიერთი სავიზო განაცხადი საჭიროებს შემდგომ ადმინისტრაციული მონაცემების დამუშავებას (administrative processing, და საჭიროებს დამატებით დროს, ვიზის განაცხადის წარმდგენის საკონსულო ოფიცერთან გასაუბრების შემდეგ. განმცხადებელს ვატყობინებთ ამ მოთხოვნას განაცხადის წარდგენისას. უმეტესი ადმინისტრაციული მონაცემების დამუშავების პროცესი სრულდება 60 დღის განმავლობაში ვიზის გასაუბრებიდან. ადმინისტრაციული მონაცემების დამუშავების საჭიროების შემთხვევაში დროის ხანგრძლივობა ცვალებადობს ყოველი საქმის კონკრეტული გარემოებების მიხედვით. შეგიძლიათ თქვენი ვიზის განაცხადის სტატუსის შემოწმება (check the status) ceac.state.gov -ზე.

თუ უარს მიიღებთ ვიზაზე, შეგიძლიათ მოიძიოთ სასარგებლო ინფორმაცია Ineligibilities and Waivers -ში, usvisas.state.gov-ზე.