არასაიმიგრაციო ვიზები

COVID 19 პანდემიის გამო 2021 წლის მაისში ყველა დაგეგმილი გასაუბრება ვიზის კატეგორიებზე  B1, B2, B1/B2, I და C-1  გაუქმებულიაგანმცხადებლებს, რომელთა გასაუბრება გაუქმდა , შეუძლიათ გასაუბრება ხელახლა დანიშნონ მომავალში ნებისმიერ ხელმისაწვდომ თარიღში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: განმცხადებლები, რომლებიც უნდა გამოცხადდნენ საელჩოში გასაუბრებაზე ან სხვა საკონსულო მომსახურებებზე, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

  • არ ქონდეთ COVID ან სხვა დაავადებების სიმპტომები ბოლო 14 დღის განმავლობაში;
  • ფიზიკურად იმყოფებოდნენ საქართველოში მინიმუმ 14 დღის განმავლობაში; და
  • ასრულებდნენ საქართველოს მთავრობის საკარანტინო და COVID ტესტირების მოთხოვნებს.

ანალოგიურად შესაძლებელია შეიზღუდოს დაშვება საკონსულოში იმ განმცხადებლებისთვის, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ფიზიკურად იმყოფებოდნენ  საქართველოს იმ ზონებში სადაც COVID–ით დაინფიცირების. დიდი ეპიდემიოლოგიური რისკია. დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში  ვიზიტის დაგეგმვამდე მოგვწერეთ სავიზო განყოფილებას მისამართზე tbilisiconsular@state.gov

არასაემიგრაციო სავიზო განყოფილება ამჟამად უზრუნველყოფს გადაუდებელი მომსახურეობის მიწოდებას, ისევე, როგორც რეგულარულ გასაუბრებებს ოთხშაბათობით  C1/D ვიზის კატეგორიაზე შეზღუდული რაოდენობით. გარდა ამისა, 5 მაისიდან ოთხშაბათობით შეზღუდული რაოდენობით განახლდება რეგულარული გასაუბრებები  საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტებისთვის მომდევნო ვიზის კატეგორიებზ:  E, F, H, J, L, M, O, P, Q, და R. მომსახურება დანარჩენ არასაემიგრაციო ვიზის კატეგორიებზე რჩება შეჩერებული. ჩვენ განვაახლებთ დანარჩენ სავიზო მომსახურებას რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ვერ დავასახელებთ კონკრეტულ თარიღს. გთხოვთ, გააგრძელეთ ამ ვებგვერდის შემოწმება განახლებული ინფორმაციის მისაღებად.

MRV საფასური მოქმედებს 2022 წლის 30 სექტემბრამდე და ის შეიძლება გამოყენებულ იქნას არასაემიგრაციო ვიზის გასაუბრების დასანიშნად იმ ქვეყანაში, სადაც იგი იქნა გადახდილი. თუ თქვენ გაქვთ გადაუდებელი არასაემიგრაციო სავიზო საჭიროება და გჭირდებათ დაუყოვნებლივი გამგზავრება, გთხოვთ, გაითვალისწინოთ აქ მოცემული მითითებები, რომ მოითხოვოთ გადაუდებელი გასაუბრება.

აშშ-ს საელჩოს საკონსულო განყოფილება თბილისში პასუხისმგებელია უზრუნველყოს სავიზო მომსახურეობა მათთვის, ვისაც სურს შეერთებულ შტატებში შესვლა დროებით ან მათთვის ვისაც სურვილი აქვს გაემგზავროს განუსაზღვრელი ვადით ან მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსით.

სრული ინფორმაციის მისაღებად თუ როგორ შეიტანოთ განაცხადი აშშ-ს არასაემიგრაციო ვიზის მისაღებად და იხილოთ სავიზო კატეგორიების დირექტორია (Directory of Visa Categories), გთხოვთ მიმართოდ ჩვენ Global Support Services (GSS) ვებგვერდს.

მომხმარებელთა  მომსახურების წარმომადგენელთან დასაკავშირებლად ეწვიეთ „GSS დაგვიკავშირდით“ გვერდს, რათა მიიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია ან გამოიყენეთ ქვემოთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია:

  • ელ-ფოსტა: დაუკავშირდით მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენელს ელ-ფოსტის მისამართზე support-georgia@ustraveldocs.com
  • ტელეფონი: დაუკავშირდით მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენელს ერთ-ერთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე:
    • საქართველოდან დარეკეთ: +995 32 2471 160
    • შეერთებული შტატებიდან დარეკეთ: 703 988 7103

სიახლე!! გვეწვიეთ აქ “ლაივ ჩეთით” დახმარების მისაღებად, თვალი ადევნეთ თქვენი პასპორტის ან განაცხადის სტატუსს, ან სკაიპით დაუკავშირიდით წარმომადგენელს სამუშაო საათების განმავლობაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ დაგვიანებით გამოცხადდებით დანიშნულ გასაუბრებაზე, გარანტირებული არ არის, რომ იმ დღეს თქვენ გასაუბერბას გაივლით. თუ თქვენ გამოცხადდებით ერთი საათის დაგვიანებით თქვენ მოგიწევთ ხელახლა დანიშნოთ გასაუბრება გასაუბრების დანიშვნის სისტემის საშუალებით. გთხოვთ გამოცხადდეთ დანიშნულ გასაუბრებამდე 15 წუთით ადრე. იმ განმცხადებლებისთვის, რომლებიც თავის დროზე გამოცხადდებიან გასაუბრებაზე, არასაიმიგრაციო ვიზის გასაუბრების საშუელო დრო 2-დან 3 საათამდეა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს დრო უფრო მცირეა. დაგვიანებით გამოცხადება გაზრდის თქვენი ლოდინის დროს, ვინაიდან თქვენ მოუმზადებელი მობრძანდით თქვენს გასაუბრებაზე. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს ვებ-გვერდზე მოცემულ ინფორმაციას, რათა სათანადოდ მომზადებული მობრძანდეთ გასაუბრებაზე.