აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი საქართველოს სტუმრობს (22 მარტი)

breedloveაშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი 22 მარტს, ორი დღით, საქართველოში ჩამოვიდა. გენერალი ბრიდლავი, რომელიც ამავე დროს ევროპაში ნატოს ძალების მეთაურია, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. პრეზიდენტმა გენერალს „საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასა და თავ

breedlove2დაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის“ ოქროს საწმისის ორდენი გ
ადასცა. გენერალი ბრიდლავი შეხვდება თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს. გენერალ ბრიდლავის სტუმრობა ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას, აგრეთვე იმას, თუ როგორ აფასებს შეერთებულ შტატების სამხედრო უწყება საქართველოს წვლილს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.