აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის, გენერალ ფილიპ ბრიდლავის ვიზიტი საქართველოში (22 მარტი)

აშშ-ის საელჩო მოხარულია, გაუწყოთ, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი საქართველოს 22-23 მარტს ეწვევა.

საქართველოში სტუმრობისას გენერალი ბრიდლავი შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს. ვიზიტი ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობასა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ  შეერთებული შტატების მადლიერებას საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში შეტანილი წვლილისათვის. გენერალი ბრიდლავი საქართველოში უკანასკნელად 2014 წილს ოქტომბერში იმყოფებოდა.

გენერალი ფილიპ ბრიდლავი ნატოს ევროპული ძალების მთავარსარდლის მოვალეობასაც ასრულებს. დღევანდელ თანამდებობაზე დანიშვნამდე გენერალი ბრიდლავი ვაშინგტონში, აშშ-ის საჰაერო ძალების შტაბის უფროსის მოადგილედ მსახურობდა.

გენერალი ბრიდლავის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის ნახეთ:www.eucom.mil