„ვოიაჯერის“ მისიის 40 წლის იუბილე (19 სექტემბერი)

ფოტო: NASA

„ვოიაჯერის“ მისიის 40 წლის იუბილე (19 სექტემბერი)

 

აშშ-ის საელჩო მოხარულია მიიღოს მონაწილეობა „ვოიაჯერის“ მისიის 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ოთხი დღის განმავლობაში, ყოფილი და ამჟამინდელი ინჟინრები NASA-დან გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და შეხედულებებს კოსმოსის მომავალ კვლევებზე.

  • 25 სექტემბერს, ტექნოპარკში NASA-ს ინჟინრები შეხვდებიან ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სტარტაპებს
  • 26 სექტემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ ამირანში გაიმართება საუბარი „ვოიაჯერის“ მისიის მმართველ ჯონ კასანისთან და მისიის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმის „უშორესი“ ჩვენება (ბილეთების შეძენა შესაძლებელია ელექტრონულად kge; biletibi.ge, სკოლის მოსწავლეებისთვის და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დასწრება თავისუფალია, მოსაწვევებისთვის მიაკითხეთ კინოთეატრ ამირანის სალაროს კინოჩვენების დღეს)
  • სადღესასწაულო ღონისძიებები თელავში, ჯონ კასანისთან და მარსის პროგრამის მკვლევარ, რობ მენინგთან ერთად
  • 28 სექტემბერს, 16:00 საათზე, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება რობ მენინგის პრეზენტაცია მარსზე განხორციელებულ კვლევებზე (დასწრება თავისუფალია, მოსაწვევებისთვის მიაკითხეთ თეატრის სალაროს)
  • 28 სექტემბერს, 19:00 საათზე, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება ანსამბლ „ერისიონის“ დასკვნითი კონცერტი

კომპანიამ „ოზმა რეკორდს“ დიდსულოვნად გვისახსოვრა „ვოიაჯერის“ საიუბილეოდ, საგულდაგულოდ შექმნილი ოქრის ფირფიტის ორი ასლი. პროექტი Kickstarter-ის მიერ არის დაფინანსებული, ორიგინალი ფიტფიტის ჩამწერ პროდიუსერებთან მჭიდრო თანამშომლობით.

თქვენ ასევე შეგიძლიათ შეხვდეთ ფილმის რეჟისორ ემერ რეინოლდს. ის გახლავთ „ემი“-ზე ნომინირებული, მრავალი ჯილდოს მფლობელი დოკუმენტური ფილმების რეჟისორი და მხატვრული ფილმების რედაქტორი.

გადმოტვირთეთ რობ მენინგის ბიოგრაფია

გადმოტვირთეთ ჯონ კასანის ბიოგრაფია

გადმოტვირთეთ ინფორმაცია ფილმის „ უშორესი“ შესახებ

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ tbilisipress@state.gov

ამ ღონისძიების ჩატარება შესაძლებელი გახდა NOVA – ს ფონდის მხარდაჭერით და მისი მიზანია მეცნიერებისა და განათლების განვითარება. განსაკუთრებული მადლობა TBC ბანკს ემერ რეინოლდის ვიზიტის მხარდაჭერისათვის.