უოლტერ რიდის სახელობის არმიის კვლევითი ინსტიტუტის სტაჟირების პროგრამა

COVID-19-ის კრიზისმა გვაჩვენა საქართველოში ბიოსამედიცინო პროფესიონალთა გაძლიერებაში ინვესტიციის მნიშვნელობა. აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს ბიოსამედიცინო კვლევის მეცნიერებებში მოწინავე სტუდენტთა განათლებასა და პროფესიულ განვითარებას. გუშინ ელჩი კელი დეგნანი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძესა და მოადგილე პაატა იმნაძესთან ერთად ქართველ სტაჟიორთა პროგრამის გამოშვების ცერემონიას დაესწრო. სტაჟირების პროგრამას ერთობლივად ახორციელებს უოლტერ რიდის სახელობის არმიის კვლევითი ინსტიტუტი, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აშშ-ის საელჩო ულოცავს ანი ჩიჩუასა და დევი ონიანს და მოუთმენლად ელის მათთან მუშაობს საქართველოს ბიოსამედიცინო კვლევის ლიდერთა რანგში.