როს უილსონის კომენტარი მედიასთან ქალთა გაძლიერების ფორუმზე (26 მარტი)

CDA Ross Wilson at Women’s Empowerment Forum. Photo: State Dept

როს უილსონის კომენტარი მედიასთან ქალთა გაძლიერების ფორუმზე (26 მარტი)

 

კითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და USAID-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში. ეს კონფერენცია ნათლად წარმოაჩენს ქალებს, იმ ათობით ქალს, რომელნიც შეკრებილნი არიან გვერდით ოთახში და რომელთაც ამ ქვეყნის წინსვლაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ. ზოგადად, ქალთა როლის გაზრდა საზოგადოების ცხოვრებაში, ქალთა და გოგონების გაძლიერება, ქალების უფლებების უფრო ფართოდ დაცვა არის რთული საკითხი როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე აქ, საქართველოში. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ საქმეს, რომელიც ახლა გვერდით ოთახში მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ ის გაგრძელდება.

კითხვა: რა კომენტარს გააკეთებთ ოპოზიციის ინიციატივაზე, რომ საარჩევნო კანონმდებლობის, კერძოდ მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად შეგროვდეს მილიონი ხელმოწერა. ასევე, რას ფიქრობთ იენს სტოლტენბერგის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნები ხარვეზებით ჩატარდა?

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი: ამერიკის შეერთებული შტატები სრულად იზიარებს ეუთოს დასკვნას შემოდგომაზე ჩატარებული არჩევნების შესახებ. ამ არჩევნებს ჰქონდა, როგორც პოზიტიური ასპექტები, ასევე პრობლემები. საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად ეუთომ შეიმუშავა საკმაოდ ფართო რეკომენდაციების სია და ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ამ რეკომენდაციების გათვალისწინება უნდა იყოს ჩვენი მიზანი.