მსოფლიო ჰუმანიტარული დღე

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მსოფლიო ჰუმანიტარულ დღეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (Office of Defence Cooperation) მიერ გაწეული უდიდესი სამუშაოს აღნიშვნით, რაც გულისხმობს ბოლო ორი წლის განმავლობაში 30-ზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების პროექტის ადმინისტრირებას, რაც მთლიანობაში 7 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულებისაა. ეს პროექტები საქართველოს 7 რეგიონში განხორციელდა. ესენია:
– $500 000 დოლარის სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა ვეტერანების ჰოსპიტალს ვეტერანების დასახმარებლად;
– $900 000 დოლარი დაიხარჯა გადასატანი წყლის ჭისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოხუცების თავშესაფარზე იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში;
– $1,500,000 დოლარი გამოიყო ჯანდაცვის სექტორისთვის კოვიდ-19-ისათვის მზადყოფნისა და რეაგირებისათვის;
– $700,000 დოლარი გამოიყო საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრისა და ადგილობრივი მმართველობებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი კატაკლიზმების თავიდან აცილების, მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაფართოებისათვის;
– $3,000,000 დოლარი დაიხარჯა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების აღჭურვასა და მომზადებაში, რათა მათ უზრუნველყონ მოქალაქეების დაცვა გამოუყენებელი საბრძოლო მასალებისა და ომის დროინდელი ასაფეთქებელი ნარჩენებისაგან მთელი ქვეყნის მასშტაბით;
– $600,000 დოლარის ღირებულების თავდაცვის დეპარტამენტის არალეტალური ჭარბი ქონება, ისეთი, როგორიცაა გრეიდერები, გენერატორები, კარვები და მაღალი გამავლობის მანქანები გადაეცა სხვადასხვა მუნიციპალიტეტს, რათა მათ შეძლონ მოსახლეობისათვის ძირთადი მომსახურების გაწევა.
გარდა კოოპერატიული, გრძელ-ვადიანი პროექტებისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) პანდემიის პერიოდში უწყვეტად პასუხობდა ჰუმანიტარულ საჭიროებებს. მხოლოდ შარშან USAID-ს პროგრამებით:
– მომზადდა და მობილიზება გაუკეთდა 429 მოხალისეს, რომლებმაც 19 000 ოჯახს მიაწოდეს საკვები, ჰიგიენური საშუალებები და გაეწიათ ფსიქოლოგიური დახმარება;
– საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის სკოლებს მიაწოდეს 6000 ლიტრი ხელის სადეზინფექციო საშუალება და 350 ხელის დასაბანი მოწყობილობა;
– აჭარის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის სკოლებსა და საბავშვო ბაღებს, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონალურ ფილიალებსა და პრობაციის სახელმწიფო სააგენტოს დაურიგდა სადეზინფექციო საშუალებები, თხევადი საპონი, ხელთათმანები, პირბადეები, სადეზინფექციო ბარიერები და
დისტანციური თერმომეტრები, რაც ხელს შეუწყობს ძირითადი მომსახურების გაწევას პანდემიის პერიოდში.